среда, 22 октября 2008 г.

თავისუფლება თუ წესრიგი




1. პროექტის სახელი:
თავისუფლება თუ წესრიგი

2. პროექტის მოკლე აღწერა: თანამედროვე ქართველი დგას არჩევანის წინაშე: აღმოსავლეთი თუ დასავლეთი? კონკრეტულად ევროპას მიაკუთვნოს თავი თუ აზიას? ეს აისახება დღევანდელი ახალგაზრდობის ქცევებსა თუ მოქმედებებში. მოდერნიზაცია თუ ტრადიცია? - მერყეობს ქართველი.

3. პროექტის სრული აღწერა: საქართველოს ადგილმდებარეობა ოდითგანვე იწვევდა სახვადასხვა ქვეყნების დაიტერესებას. ისინი გვევლინებოდნენ როგორც მტრების ასევე მეგობრების სახითაც. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ყოველთვის განიცდიდა მეზობელი სახელმწიფოების გავლენას, ეს იქნებოდა კულტურულ-პოლიტიკური, თუ რელიგიური. თანამდროვე საქართველოშიც აქტუალურია საკითხი ევროპელები ვართ ჩვენ თუ აზიელები. ბლოგის კარგად შესწავლით შეიძლება ახალი თვალსაზრისი გაჩნდეს არც ევროპელი, არც აზიელი, უბრალოდ კავკასიელი. პროექტში მოცემულია ასევე როგორ დგას ქართველი არჩევანის წინაშე, ანუ შეინარჩუნოს ტრადიცია, უკუაგდოს თავს მოხვეული დასავლური ფასეულობები, თუ ჰარმონიულად აარსებოს ისინი დღევანდელ სინამდვილეში. აქ ნაჩვენებია ასევე თავისუფლებას მოწყურებული, თუმცა დაბნეული ახალგაზრდებისა და წესრიგის მოყვარე უფროსების ურთიერთდამოკიდებულება, საფრთხის წინაშე მდგარი ქართული ტრადიციების სიღრმე და ბრძოლა მათი გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14 - 18 წელი ( VIII - XII კლასები)

5. ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე ( 22. 10.2008 - 22.02.2009 )

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება ინტერნეტიდან, ელექტრონული ვერსიის შექმნა. ფოტოები, კვლევა, დისკუსია

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება საინტერესო მასალა ქართული ფასეულობების შესახებ, ფოტოგალერეა, გამოფენები

8. სარგებელი სხვებისთვის:
უკეთესად გაეცნობიან ქართულ ტრადიციებს, გაითავისებენ თანამედროვე პრობლემებს და გააკეთებენ არჩევანს ევროპა - თავისუფლება თუ აზია - წესრიგი.

9. სამუშაო ენა:
ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ქართული ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

1. რუსთავის №3 საჯარო სკოლა
2. რუსთავის № 20 საჯარო სკოლა
3. რუსთავის №26 საჯარო სკოლა
4. რუსთავის №18 საჯარო სკოლა

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ლიკა მაისურაძე, ეკა მგელაძე, გოგი მეტრეველი.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
lika.maisuradze@gmail.com
eka.mgeladze@gmail.com
givi.metreveli@gmail.com


14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ.-გვერდი/ბლოგი:

http://tavisuflebatucesrigi.blogspot.com

Комментариев нет: